1.დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანები; 2.საგნობრივი კათედრები საჯარო სკოლაში;
დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
3.ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში 2014- 2015 სასწავლო წლისათვის
ქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის;
დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
ა)
შეუქმნას მოსწავლეს
პირობები საკუთარი
შესაძლებლობების გამოსავლენად
და სწავლისათვის
საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;
ბ)
ჩამოუყალიბოს მოსწავლეს
სწავლისადმი პოზიტიური
დამოკიდებულება და
სამყაროს შემეცნების
მიმართ ინტერესი;
გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე
სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად
და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში
დასჭირდება.
2. სწავლის ხუთი წლის ასაკიდან დაწყებასთან დაკავშირებით, პირველ
კლასში:
ა) საგაკვეთილო
პროცესში გამოყენებულ
უნდა იქნას
განმავითარებელი, დიდაქტიკური
თამაშები;
ბ) გაკვეთილის
დაწყებიდან 15 წუთის
შემდეგ დრო
უნდა დაეთმოს
ფიზიკურ აქტივობებს (3-5 წთ);
გ) რეკომენდებულია გაკვეთილი მიმდინარეობდეს აქტიური
და პასიური
აქტივობების მონაცვლეობით
(მაგ. საკითხავ
დავალებას მოჰყვეს
ხატვა ან
როლური თამაში);
დ) შესაძლებლობის ფარგლებში, რეკომენდებულია, საკლასო გარემო
დაიყოს რამდენიმე ნაწილად, რომელთაგან მინიმუმ ერთი დასვენებასა და თავისუფალ აქტივობას
დაეთმობა.
მუხლი 6. დამრიგებელი
1.
საჯარო
სკოლაში ყველა
კლასს უნდა
ჰყავდეს დამრიგებელი.
დამრიგებელი უნდა
იყოს იმავე
სკოლის პედაგოგი.
2.
დამრიგებლის
მუშაობის მიზანია,
დაეხმაროს მოსწავლეებს
ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნების
მიღწევაში, პიროვნული,
ზნეობრივი, გონებრივი
და ფიზიკური
შესაძლებლობების განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა
უწყობდეს მოსწავლეებში
ჯანსაღი ცხოვრების
წესის დამკვიდრებას,
უნდა უვითარებდეს
მათ დემოკრატიულ
ღირებულებებზე დამყარებულ
სამოქალაქო ცნობიერებას
და ეხმარებოდეს
მათ ოჯახის,
საზოგადოებისა და
სახელმწიფოს წინაშე
საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
3.
დამრიგებლის
მოვალეობებია:
ა) გააცნოს
მოსწავლესა და
მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი
უფლებები და
მოვალეობები (სკოლის
შინაგანაწესი, მოსწავლის
ეთიკის კოდექსი,
სასკოლო სასწავლო
გეგმის შესაბამისი
საკითხები და
სხვ.);
ბ) რეგულარულად
ჩაატაროს სადამრიგებლო
საათი (დაწყებით
და საბაზო
საფეხურზე);
გ) დაეხმაროს
მოსწავლეს აკადემიური
თუ სასკოლო
გარემოში წამოჭრილი
სხვადასხვა პრობლემის
გადაჭრაში;
დ) იყოს
შუამავალი მოსწავლეს,
მშობელსა და
მასწავლებელს შორის
პრობლემების წარმოქმნის
შემთხვევაში;
ე) რეგულარულად
მიაწოდოს მშობელს
ინფორმაცია მოსწავლის
აკადემიური მიღწევის,
დისციპლინის, პიროვნული
პრობლემებისა თუ
წარმატებების შესახებ.
დაუშვებელია ერთი
მოსწავლის დისციპლინისა
და აკადემიური
მიღწევის შესახებ სხვისი
თანდასწრებით საუბარი;
ვ) საჭიროების შემთხვევაში,
შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს
მას მოსწავლესთან
და სკოლაში
მიმდინარე პროცესებთან
დაკავშირებული ინფორმაცია;
ზ) (ამოღებულია - 03.09.2013, №126/ნ);
თ) V-XII კლასებისთვის წელიწადში
მინიმუმ ერთხელ
(სასწავლო წლის
ბოლოს) გააკეთოს
სადამრიგებლო კლასის
თითოეული მოსწავლის
აკადემიური მიღწევის,
გაკვეთილებზე დასწრებისა
და ქცევის
ანალიზი მასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე
და დაწეროს
თითოეული მოსწავლის
მოკლე დახასიათება.
დახასიათებაში აღწერილი
უნდა იყოს
მოსწავლის ძლიერი
მხარეები, მისი
წარმატებები როგორც
აკადემიური, ასევე
სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა
წრეებში, სპორტულ
შეჯიბრებებსა თუ
სხვა სახის
ღონისძიებებში; დახასიათებაში ასევე გაანალიზებული უნდა
იყოს ყველა
ის საკითხი,
რომელიც მნიშვნელოვანია (ან არსებითია) მოსწავლის კოგნიტური
(შემეცნებითი), ფიზიკური,
ემოციური და
სოციალური განვითარებისათვის. ეს ინფორმაცია ყოვეწლიურად
უნდა მიეწოდოს
მშობელს კომუნიკაციის
ნებისმიერი ფორმით
(პირადი შეხვედრისას,
ელექტრონული ფოსტის
საშუალებით და
სხვ.).
ი) მოსწავლის
სხვა სკოლაში
გადასვლის შემთხვევაში,
დამრიგებელმა უნდა
მოამზადოს ინფორმაცია
მისი აკადემიური
მიღწევისა და
გაკვეთილებზე დასწრების შესახებ
მოსწავლის პირად
საქმეში შესატანად.
4. დამრიგებლის
მუშაობა ეყრდნობა
შემდეგ პრინციპებს:
ა) სრულფასოვანი
აღზრდა - სააღმზრდელო
მუშაობა მიმართული
უნდა იყოს
პიროვნების ფიზიკური,
კოგნიტური (შემეცნებითი)
და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;
ბ) მოსწავლის
შესაძლებლობების გამოვლენა
- დამრიგებლის ფუნქციაა
მოსწავლის პოტენციური
ძალების ამოქმედება
და მათი
ნიჭისა და
შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
გ) მოსწავლეებში
პასუხისმგებლობისა და
ვალდებულების გრძნობის
განვითარება - დამრიგებელმა
მოსწავლეთა ჩართულობის
ხელშესაწყობად საშუალება
უნდა მისცეს
მათ მონაწილეობა
მიიღონ აქტივობების
(ზეიმები, ლაშქრობები,
ექსკურსიები და
სხვ.) დაგეგმვასა
და ამ
დროს წამოჭრილი
პრობლემების მოგვარებაში.
დამრიგებელმა მაქსიმალურად
უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;
დ) თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა
მოსწავლეებთან უნდა
ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.
ე) საჯარო
სკოლის დამრიგებელმა
მუშაობის პროცესში
უნდა გამოიყენოს
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების
სამინისტროს (შემდგომში
- სამინისტრო) და
საჯარო სამართლის
იურიდიული პირების
მიერ შემუშავებული
და/ან
რეკომენდებული შესაბამისი
მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 03.09.2013წ.
მუხლი 7. საგნობრივი კათედრები საჯარო
სკოლაში
1. საჯარო სკოლა ვალდებულია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით
შექმნას კათედრები, რომლებშიც გაერთიანებული იქნება საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელი.
იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში საგნობრივი ჯგუფის თითო მასწავლებელია, შესაძლებელია სხვადასხვა
საგნობრივი ჯგუფის პედაგოგები ერთ კათედრაზე გაერთიანდნენ (მაგ., მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო
მეცნიერებების); აგრეთვე შესაძლებელია სკოლამ შექმნას დაწყებითი საფეხურის კათედრა.
2. კათედრების ფუნქციებია:
ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;
ბ) (ამოღებულია - 03.09.2013, №126/ნ);
გ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების
წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
დ) საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა
და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის
წარდგენა;
ე) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა
და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო
დავალებების მოფიქრება და სხვ.);
ვ) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის;
ზ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე
მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.
თ) შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა
აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი.
3. კათედრების მოწყობა:
ა) კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის
ვადით.
ბ) ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია
ზედიზედ სამჯერ.
4. კათედრის
თავმჯდომარის ფუნქციებია:
ა) კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება,
ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);
ბ) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების
შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება (მაგ. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა
და სხვა სასწავლო მასალის არჩევის თაობაზე);
გ) პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების
(კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება.
ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში 2014-2015 სასწავლო წლისათვის
ქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „ბ) რეგულარულად ჩატაროს სადამრიგებლო სათი. სადამრიგებლო
სათის
მიზანია,
მოსწავლის
კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.
სადამრიგებლო
სათის
ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს შემდეგ მიმართულებებზე:
ბ.ა) პიროვნული და მორალური განვითარება;
ბ.ბ) გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება;
ბ.გ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;
ბ.დ) უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია;
ბ.ე) მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება;
ბ.ვ) თვალსაწიერის გაფართოება.“ ბ) „ბ“ ქვეპუნქტის
შემდეგ
დაემატოს
შემდეგი
შინარსის
„ბ
1“, „ბ
2“ და „ბ
3“ ქვეპუნქტები: „ბ
1) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულებების ფარგლებში დაწყებით
კლასებში (I-IV კლასები) არანაკლებ კვირაში ერთხელ ჩატაროს კითხვის სათი, რომელიც
ორიენტირებული იქნება წიგნიერების კომპეტენცის გაძლიერებაზე შემდეგი მეთოდებით:
.ა) კითხვის ტექნიკის გაძლიერებით;
.ბ) წაკითხულის განხილვა-გაზრებით;
.გ) ანალიზის უნარის განვითარებით;
.დ) მსჯელობის უნარის განვითარებით;
.ე) პრეზენტაცის უნარის განვითარებით;
.ვ) შემოქმედებითი უნარების განვითარებით და სხვ.
No comments:
Post a Comment